წყლის ფილტრი 5 ეტაპიანი უკუოსმოსის ღრმა ფილტრაციის სისტემა წყლის ტუმბოთი. წმენდს წყალს 0.0001 μm მიკრონის დონეზე ვირუსებისაგან და ბაქტერიებისაგან. აგრეთვე ფილტრავს: ქვიშისგან, ქლორისგან, მძიმე მეტალებისაგან, არბილებს წყალს, აუმჯობესებს წყლის გემოს და სუნს. მონტაჟდება სამზარეულოში.
RP55139415 – 5 ეტაპიანი უკუოსმოსის ღრმა ფილტრაციის სისტემა წყლის ტუმბოთი მონტაჟდება სამზარეულოს ნიჟარის ქვემოთ. ფილტრაციის ზუსტი კომბინაციის საშუალებით იგი უზრუნველყოფს სუფთა სასმელი წყლის მოწოდებას თქვენთვის.
ფილტრაციის სისტემა პირველ ეტაპზე წყალს ფილტრავს პოლიპროპილენის 5 μm მიკრონიანი კარტრიჯით ქვიშისაგან და სხვა უხეში მინარევიბისაგან
მეორე ეტაპზე გრანულირებული აქტივირებული ნახშირის კარტრიჯი. აქტივირებული ნახშირი არის წყლის გაფილტვრის საუკეთესო საშუალება. ასუფთავებს წყალს ქლორისგან, პესტიციდებისგან, ორგანული მინარევებისგან, ამცირებს მძიმე მეტალების კონცენტრაციას, და აუმჯობესებს წყლის გემოს და სუნს.
მესამე ეტაპზე აქტივირებული ნახშირის ბლოკის კარტრიჯი. ასუფთავებს წყალს ქლორისგან, პესტიციდებისგან, ორგანული მინარევებისგან, ამცირებს მძიმე მეტალების კონცენტრაციას, და აუმჯობესებს წყლის გემოს და სუნს. 2 ჯერ ხდება ნახშირის კარტრიჯით გაფილტვრა რომ ქლორის კონცენტრაცია წყალში მინიმუმამდე დავიდეს.
მეოთხე ეტაპზე უკუოსმოსის ღრმა ფილტრაციის მემბრანა, მისი წმინდა მრავალშრიანი ნახევრად გამტარი ფოროვანი შრის საშუალებით წყალს ფილტრავს 0,0001 μm მიკრონის დონეზე და ეფექტურად აცილებს 96%-99% აწონილ ნაწილაკებს უმეტესად ბაქტერიებს და ვირუსებს და ასევე აგრესიულ იონებს. წყალი რომელიც ვერ გაივლის ამ მიკრონის შრეს ის მიედინება სპეციალური მილის საშუალებით დრენაჟში.
მეხუთე ეტაპზე ხაზოვანი ქოქოსის ქერქის გრანულირებული, აქტივირებული ნახშირის კარტრიჯი ოსმოსის მემბრანის შემდეგ აუმჯობესებს წყლის გემოს და სუნს.
მაღალი ხარისხის მემბრანის მეშვეობით შესაძლებელია დღე/ღამეში 300 ლიტრამდე წყლის გაფილტვრა 0.0001 μm მიკრონის დონეზე.
ნაკრები მოიცავს
პოლიპროპილენის კარტრიჯი 5 μm მიკრონიანი – FCPS5
კარტრიჯი გრანულირებული აქტივირებული ნახშირით – FCCA
კარტრიჯი აქტივირებული ნახშირის ბლოკით – FCCBL
ღრმა ფილტრაციის მემბრანული წყლის ფილტრი 0.0001 µm 75 GPD – TFC-75F
ღრმა ფილტრაციის კარტრიჯი ქოქოსის კანით და აქტივირებული ნახშირით 1/4 NPT – AICRO
RX55139415 უკუოსმოსის სისტემას
ერთგამტარიანი ქრომირებული ონკანი – FXFCH5
სხვა საჭირო სამონტაჟო მასალები და ინსტრუქცია სწრაფი და მარტივი მონტაჟისთვის.
( ფილტრაციის სისტემა აღჭურვილია წყლის ტუმბოთი თუ წყლის წნევა არის 2,5 ბარზე ნაკლები ამ შემთხვევაში ტუმბო უზრუნველყოფს საჭირო წყლის წნევის შექმნას ფილტრის ფუნქციონირებისათვის )
AQUAFILTER -ის პროდუქციის ხარისხის საზომი არის ის რომ დღეს დღეობით იყიდება მსოფლიოს 90 მეტ ქვეყანაში და აგრეთვე სერტიფიცირებულია NSF და WRAS-ის მიერ. აკმაყოფილებს ყველა საჭირო სტანდარტს და მოთხოვნებს ISO და TUV.