ულტრაფილტრაცია 4 ეტაპიანი სისტემა – FP3-HJ-K1
4 ეტაპიანი ულტრა ფილტრაციის სისტემა. წმენდს წყალს 0.01 μm მიკრონის დონეზე ვირუსები და ბაქტერიებისაგან. აგრეთვე ფილტრავს: ქვიშისგან, ქლორისგან, მძიმე მეტალებისგან ამცირებს სიხისტეს და რკინის კონცენტრაციას, აუმჯობესებს წყლის გემოს და სუნს. მონტაჟდება სამზარეულოში.
FP3-HJ-K1 – 4 ეტაპიანი ფილტრაციის სისტემა. მონტაჟდება სამზარეულოს ნიჟარის ქვემოთ. ფილტრაციის ზუსტი კომბინაციის საშუალებით იგი უზრუნველყოფს სუფთა სასმელი წყლის მოწოდებას.
ფილტრაციის სისტემა პირველ ეტაპზე წყალს ფილტრავს პოლიპროპილენის 5 μm მიკრონიანი კარტრიჯით ნალექისგან და სხვა უხეში მინარევიბისაგან
მეორე ეტაპზე სპეციალური სპეციალური კარტრიჯის საშუალებით ამცირებს წყალში სიხისტეს და რკინის კონცენტრაციას
მესამე ეტაპზე ასუფთავებს წყალს ქლორისგან, პესტიციდებისგან, ორგანული მინარევებისგან, ამცირებს მძიმე მეტალების კონცენტრაციას, აუმჯობესებს წყლის გემოს და სუნს, აქვს ანტიბაქტერიული თვისება ხელს უშლის ბაქტერიების წარმოქმნას.
მეოთხე ეტაპზე ულტრაფილტრაციის მემბრანის საშუალებით წყალი იფილტრება 0,01 μm მიკრონის დონეზე ვირუსებისგან, ბაქტერიებისაგან და შეწონილი ნივთიერებებისაგან. ულტრაფილტრაციის მემბრანას აქვს ქიმიური მდგრადობა მჟანგავი ოქსიდანტის და ქლორის მიმართ. ულტრაფილტრაციის ტექნოლოგია იყენებს ფოროვან გარსს სასარგებლო მინერალების შესანარჩუნებლად და ბაქტერიების და ვირუსების მოსაცილებლად.
ნაკრები მოიცავს
პოლიპროპილენის 5 μm მიკრონიანი კარტრიჯი – FCPS5
წყლის დამარბილებელი და რკინისგან გამფილტრავი კარტრიჯი – FCCST2
კარტრიჯი ქოქოსის კანით აქტივირებული ნახშირიტ და KDF ანტიბაქტერიული შიგთავსით – FCCBKDF
ულტრა ფილტრაციის მემბრანა LCHF-2T
ერთგამტარიანი ქრომირებული ონკანი – FXFCH17
ქანჩი კარტრიჯების შესაცვლელად
½ იანი გადამყვანი, მილი და სხვა საჭირო ფიტინგები და ინსტრუქცია სწრაფი და მარტივი მონტაჟისთვის
ფილტრი შედგება 4 კარტრიჯისგან
AQUAFILTER -ის პროდუქციის ხარისხის საზომი არის ის რომ დღეს დღეობით იყიდება მსოფლიოს 90 მეტ ქვეყანაში და აგრეთვე სერტიფიცირებულია NSF და WRAS-ის მიერ. აკმაყოფილებს ყველა საჭირო სტანდარტს და მოთხოვნებს ISO და TUV.