Showing all 6 results

ჩვენება 9 12 18 24

პოლიპროპილენის მინაბოჭკოვანი, კომპოზიტური მილი

კომპოზიტური მილი გამოიყენება ცხელი და სასმელი წყლის მილების სისტემებში, იწარმოება თურქეთის სტანდარტების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული და დადგენილი UBM-05-BK-056 ხარისხის კრიტერიუმების მიხედვით.

პოლიპროპილენის მილი PPRC

პოლიპროპილენის ცივი წყლის მილი გამოიყენება ცივი და სასმელი წყლის მილების სისტემებში, იწარმოება თურქეთის სტანდარტების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული და დადგენილი UBM-05-BK-056 ხარისხის კრიტერიუმების მიხედვით.

პოლივინილქლორიდის მილი PVC

ფირატი Dublex PVC საკანალიზაციო მილები და ფიტინგები იწარმოება TS 275-1 EN 1329-1 ხარისხის სტანდარტის მიხედვით. შიდა და გარე გლუვი ზედაპირის წყალობით არ იძლევა ბაქტერიების გამრავლების საშუალებას, არ იჩენს უსიამოვნო სუნს, დროში მედეგია მილში პესტიციდებისა და ქიმიური მინარევების ხშირი მოხვედრის შემთხვევაშიც კი. დამზადებულია მყარი PVC ნედლეულისგან. ფირატის Dublex PVC პოლივინილქლორიდის მილი და ფიტინგები მიეკუთვნება ცეცხლგამძლე მასალას აკმაყოფილებს  ეროვნული რეგულაციით დადგენილ ხანძარსაწინააღმდეგო ასევე DIN 4120სტანდარტებს და კლასიფიცირებულია B1 ჯგუფად. საკანალიზაციო მილებს ნებისმიერ დიამეტრში აქვს ორმაგი რეზინის რგოლი რაც უზრუნველოფს გაჟონვის თავიდან აცილებას.

მეტალოპლასტმასის მილი PE-XB

ფირატის მეტალოპლასტმასის, ალუმინის გარსიანი მილი PEX-AL-PEX შედგება PE-Xb ფენებით, მილი მდგრადია მაღალი ტემპერატურისა და კოროზიის მიმართ, ჰიგიენურია, ძალიან გლუვი ზედაპირის გამო, რომელიც ხელს უშლის მარილების დალექვას, უზრუნველყოფს შესანიშნავ იზოლაციას. მილი არის გადაბმის გარეშე, წარმოებულია სპეციალურად იმგვარი მეთოდით რაც ალუმინის შუა ფენის შრეზე იდეალურად აწებებს გარე და შიდა პლასტიკის ფენებს. გამოიყენება კოლექტორული სისტემის გათბობისა და იატაკქვეშა გათბობის სისტემებისთვის.

მეტალოპლასტმასის მილი თბოიზოლაციით

ფირატის მეტალოპლასტმასის, ალუმინის გარსიანი,  მილი თბოიზოლაციით შედგება 7 ფენისგან. 1. ფენა PEX-B; 2. წებოვანი შრე; 3. ალუმინის გარსი; 4.წებოვანი შრე; 5. PEX-B; 6. პოლიეთილენის ღრუბლის ფენა; 7. ქაფის ფენის ხაოიანი გარსაცმი. მილი მდგრადია მაღალი ტემპერატურისა და კოროზიის მიმართ, ჰიგიენურია, ძალიან გლუვი ზედაპირის გამო, რომელიც ხელს უშლის მარილების დალექვას, უზრუნველყოფს შესანიშნავ იზოლაციას. მილი არის გადაბმის გარეშე, წარმოებულია სპეციალურად იმგვარი მეთოდით რაც ალუმინის შუა ფენის შრეზე იდეალურად აწებებს გარე და შიდა პლასტიკის ფენებს. გამოიყენება კოლექტორული სისტემის გათბობისა და იატაკქვეშა გათბობის სისტემებისთვის. 

პლასტმასის მილი PE-RT

ფირატის ქარხანა არის პირველი კომპანია თურქეთში რომელიც აწარმოებს PE-RT-ის მილებს TS EN ISO 22391-2 სტანდარტის მიხედვით, TSE სერტიფიკატით. PE-RT-ის მილების ხარისხი დამტკიცებულია გერმანული SKZ ინსტიტუტის მიერ და სერტიფიცირებულია SKZ HR 3.16 სტანდარტის მიხედვით. ფირატის PE-RT მილი არის პოლიეთილენის მილი გრძელვადიანი ჰიდროსტატიკური წინააღმდეგობის (LTHS) თვისებით. PE-RT მილების უსაფრთხოდ გამოყენება შესაძლებელია ცხელი წყლის სისტემებში, გათბობის დანადგარებში 10 °C-დან 95 °C-მდე, მობილური სისტემებში და იატაკქვეშა გათბობის სისტემებში. მილები იწარმოება ხვეულებში, რაც უზრუნველყოფს შენახვისა და ტრანსპორტირების სიმარტივეს.  ფირატის PE-RT მილები გამოიყენება საცხოვრებელ კორპუსებში, სასტუმროებში, საავადმყოფოებში, სავაჭრო ცენტრებში, სპორტული დარბაზებში, აეროპორტებში, სამრეწველო შენობებსა და სხვა, ამასთანავე მიზანშეწონილია სარწავ სისტემებში გამოსაყენებლად.