Showing all 2 results

ჩვენება 9 12 18 24

Baymak პანელური რადიატორი 500 , 600

ბაიმაკის პანელური რადიატორი არის პრემიუმ კლასის რადიატორი. ქარხანა აწარმოებს 5 განსხვავებული ტიპის რადიატორს: 10-P, 11-PK, 21-PKP, 22-PKKP, 33-DKEK. საქართველოში, ჩვენს შოურუმში წარმოდგენილია 22-PKKP ტიპის რადიატორი 500მმ და 600მმ-იანი სიმაღლის 40-200მმ-მდე სიგრძის. პროდუქტი აკმაყოფილებს ISO 9001-ის, EN442 და ISO 10002-ის დადგენილ სტანდარტს. თანამედროვე გამოწვევების კვალდაკვალ რადიატორი და მისი წარმოების თითოეული ეტაპი მკაცრად კონტროლდება და იხვეწება საჭიროებისამებრ. რადიატორის სიმძიმე, თბოგამოცემა, დამუშავების მაღალი ხარისხი, დროში ეფექტურობა და მდგრადობა უზრუნველყოფს მომხმარებლის კმაყოფილებას. ბაიმაკი მუდმივად მართავს ტრენინგებს, სადაც განიხილება კლიენტებისგან მიღებული ყველა გამოხმაურება და შეფასება, სწორედ ეს აძლევს კომპანიას გეზს მუდმივი ზრდის, განვითარებისა და ხარისხის გაუმჯობესებისკენ.  განსაზღვრული მიზნების მისაღწევად კომპანიის გუნდი უდიდეს ძალისხმევას ხარჯავს, ამ ძალისხმევის ეფექტურობა აისახება გლობალურ ბაზარზე ბრენდის პოზიციით, სადაც ის სტაბილურად მოწინავე ადგილს იკავებს.

BELORAD ცენტრალური გათბობის რადიატორი

ბელორადის ცენტრალური გათბობის ფოლადის რადიატორი გამოირჩევა მაღალი ხარისხით, მძიმე წონითა და თბოეფექტურობით. საქართველოში, ჩვენს შოურუმში წარმოდგენილია 22-PKKP ტიპის რადიატორი 300მმ, 500მმ და 600მმ-იანი სიმაღლის 50-2000მმ-მდე სიგრძის. რადიატორის წონა, თბოგამოცემა, დამუშავების მაღალი ხარისხი, დროში ეფექტურობა და მდგრადობა უზრუნველყოფს მომხმარებლის კმაყოფილებასა და ბრენდის წარმატებას. 600მმ-იანი სიმაღლის რადიატორების მოთხოვნადი ზომები თეთრის გარდა, წარმოდგენილია ცხრა განსხვავებულ ფერში.