კოლექტორი გამოიყენება იატაკქვეშა გათბობისა და გაგრილების სისტემებში. წყალმზომიანი კოლექტორის დადებითი თვისება და ძირითადი ფუნქცია არის თითოეულ კოლექტორის წვერში წყლის რაოდენობის განსაზღვრა, რაც იატაკის გათბობის სწორ მუშაობაში შეუცვლელი ალტერნატივაა. კოლექტორის შემსვლელისა და გამსვლელის დიამეტრი არის 1’, ხოლო გამომსვლელი თავაკები არის ¾ დიუმი. კოლექტორი აღჭურვილია ბურთიანი სარქველებით, ჰაერის გამწოვი სარქველით, ნაკადის მრიცხველით, დამცლელითა და კედლის სამაგრებით.
- დასახელება: კოლექტორი ვენტილიანი 3; 4; 5; 6 წვერიანი
- ხრახნის ზომა შემსვლელი/გამსვლელი 1’
- ხრახნი: შიდა/გარე
- ევროკონუსი 16მმ-იანი ადაპტორით
- ევროკონუსის დასაერთებელი ხრახნი ½
- მინიმალური მომუშავე ტემპერატურა –20°C (მხოლოდ გლიკოლის შემთხვევაში)
- მაქსიმალური მომუშავე ტემპერატურა +120°C
- მაქსიმალური წნევა 10 ბარი
- მოხმარების სფერო: გათბობისა და გაგრილების სისტემა, ტექნიკური წყალი, სასმელი წყალი