ბაიმაკის პანელური რადიატორი არის პრემიუმ კლასის რადიატორი. ქარხანა აწარმოებს 5 განსხვავებული ტიპის რადიატორს: 10-P, 11-PK, 21-PKP, 22-PKKP, 33-DKEK. საქართველოში, ჩვენს შოურუმში წარმოდგენილია 22-PKKP ტიპის რადიატორი 500მმ და 600მმ-იანი სიმაღლის 40-200მმ-მდე სიგრძის. პროდუქტი აკმაყოფილებს ISO 9001-ის, EN442 და ISO 10002-ის დადგენილ სტანდარტს. თანამედროვე გამოწვევების კვალდაკვალ რადიატორი და მისი წარმოების თითოეული ეტაპი მკაცრად კონტროლდება და იხვეწება საჭიროებისამებრ. რადიატორის სიმძიმე, თბოგამოცემა, დამუშავების მაღალი ხარისხი, დროში ეფექტურობა და მდგრადობა უზრუნველყოფს მომხმარებლის კმაყოფილებას.
ბაიმაკი მუდმივად მართავს ტრენინგებს, სადაც განიხილება კლიენტებისგან მიღებული ყველა გამოხმაურება და შეფასება, სწორედ ეს აძლევს კომპანიას გეზს მუდმივი ზრდის, განვითარებისა და ხარისხის გაუმჯობესებისკენ.
განსაზღვრული მიზნების მისაღწევად კომპანიის გუნდი უდიდეს ძალისხმევას ხარჯავს, ამ ძალისხმევის ეფექტურობა აისახება გლობალურ ბაზარზე ბრენდის პოზიციით, სადაც ის სტაბილურად მოწინავე ადგილს იკავებს.