მარტივი და ეფექტური გადაწყვეტილებები არის ყველაზე დიდი ინოვაცია. ჩვენი პროდუქციის ტექნოლოგია საუბრობს იმავე ენაზე, რომელზეც ის მომხმარებელი ვინ ყიდულობს ან იყენებს ჩვენს პროდუქტს. ეს არის ჩვენი უდიდესი ძალა.” – სანდრო სტრამარე, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი
40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, დაბი არის მთავარი მოთამაშე ტექნოლოგიების სექტორში, ჩვენი ყველაზე ძვირფასი რესურსის, – წყლის ცირკულაციისა და მართვისთვის.
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დაბი გთავაზობთ ხარისხის მაღალ სტანდარტს. დაბის პროდუქცია უზრუნველყოფს საიმედოობასა და ეფექტურობას. კომპანია აყენებს ადამიანების ყოველ მოქმედებას, სტრატეგიასა და განვითარებას გეგმის ცენტრში. ამ მიზეზით, დაბისთვის ინოვაცია ნიშნავს პროდუქტების უფრო მარტივი ინსტალაციის, გამოყენების და ტექნიკური გადაწყვეტილებების მუდმივ იდენტიფიცირებას.
დაბი აწარმოებს საიმედო პროდუქტს, რაც ტექნიკურად გამართულია და მოწინავე ადგილს იკავებს ბაზარზე. დაბი გამოირჩევა მარტივი ინსტალაციის შესაძლებლობით და ეფექტურია, რაც უზრუნველყოფს ენერგიის მაღალ დაზოგვას საყოფაცხოვრებო და საცხოვრებლის გამოყენების შემდეგ სექტორებში: გათბობა და კონდიცირება, წყალმომარაგება, სარწყავი სისტემები და მებაღეობა, წვიმის წყლის გამოყენება, დრენაჟი, შეგროვება და ჩამდინარე წყლების გატანა, საცურაო აუზის წყლის ცირკულაცია და ფილტრაცია.
დაბი გთავაზობთ სატუმბი გადაწყვეტილებებს წიაღიდან წყლის მოპოვებისთვის სასოფლო-სამეურნეო და სარწყავი მიზნებისთვის. მაღალი ხარისხის ჩასაძირი ტუმბოები და ძრავები, საიმედო და მაღალი ენერგოეფექტურობის გარანტია. ფართო ასორტიმენტი ნებისმიერი ტიპის სისტემის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, სამრეწველო და წყალსადენ სისტემებზე.