ხშირად დასმული კითხვები
როდესაც ქვაბი ზამთრიდან ზაფხულის რეჟიმზე გადაგყავთ სისტემაში ისედაც აღარ ხდება ცხელი წყლის ცირკულაცია შესაბამისად ვენტილები შესაძლოა დატოვოთ გახსნილ მდგომარეობაში, როცა ისევ ზამთრის რეჟიმზე გადაიყვანთ ცენტრალური გათბობის ქვაბს რადიატორები ავტომატურად გათბება.
24 კილოვატიანი ქვაბი ერთ წუთში საშუალოდ გამოიმუშავებს 10-12 ლიტრ ცხელ წყალს, 30-35 კილოვატიანი ქვაბი 12-15 ლიტრ ცხელ წყალს. ცხელი წყლის ტევადური ბოილერის მონტაჟი რეკომენდებულია მაშინ, როდესაც მომხმარებელს სჭირდება მეტი წყალი ვიდრე ქვაბი უზრუნველყოფს მის გამომუშავება-მიწოდებას. მაგალითად, სასტუმროსა და კოტეჯის შემთხვევაში, თუკი სისტემა არის ერთიანი და არა ინდივიდუალურად ცალკეულ ნომრებზე გათვლილი, მოთხოვნის შესაბამისად ითვლება საშუალოდ რამდენი ლიტრი წყლის გადინება ხდება წუთში და ამის შემდეგ ირჩევა ბოილერის ტევადობა. 100-150 კვადრატამდე საცხოვრებელ სახლში თითქმის არც ერთ შემთხვევაში არ ვიძლევით ტევადური ბოილერის მონტაჟზე რეკომენდაციას. გარდა სივრცისა, რომელიც საქვაბის მოწყობას სჭირდება, მსგავს პატარა ფართზე, მომავლის პერსპექტივაში ბოილერული სისტემის გამოყენება მეტად ხარჯიანია სტანდარტულ სისტემასთან შედარებით.
სტანდარტული კედლის ქვაბის შემთხვევაში ორ ან სამ წერტილზე ცხელი წყლის მიღება ერთდროულად, წყლის ჭავლის დაკლების გარეშე და ტემპერატურის სტაბილურობის შენარჩუნება შეუძლებელია. ქვაბის მიერ გამომუშავებული წყლის რაოდენობა მსგავს მოთხოვნას ნაწილობრივ მაგრამ სრულად ვერ აკმაყოფილებს, მსგავსი მოთხოვნის შემთხვევას აკმაყოფილებს ბოილერი, რომელიც შეიძლება დაემატოს საქვაბე სისტემას და უზრუნველყოს უწვეტ რეჟიმში მრავალ წერტილზე წყლის მიწოდება.
ალუმინის სექციური და ფოლადის პანელური რადიატორი ერთმანეთისგან განსხვავდება ვიზუალითა და ნედლეულით რომლითაც ზემოხსენებული იწარმოება. გამომდინარე იქიდან, რომ ალუმინი თავად უფრო ძვირადღირებული მასალაა ვიდრე ფოლადი, სექციური რადიატორის ფასი აღემატება ფოლადის რადიატორის ფასს. ალუმინი არის უჟანგავი ლითონი, ხოლო რკინა იჟანგება. როდესაც სველ წერტილში რადიატორის დაყენების საკითხი დგას, დროში მედეგობის კუთხით, სჯობს აირჩიოთ ალუმინის რადიატორი, თუმცა შიდა ფართის გათბობისთვის ორივე მათგანზე შეგიძლიათ თამამად შეაჩეროთ არჩევანი. თბოეფექტურობის გათვალისწინებით ალუმინი მალე თბება და მალევე ცივდება, რკინა გვიან თბება, თუმცა დიდხანს ინარჩუნებს ტემპერატურას.
კონდენსაციურ და სტანდარტულ კედლის ქვაბს შორის არის გათბობის დიაპაზონსა და დანახარჯში სხვაობა. მარგი ქმედების კოეფიციენტი და სითბური კილოვატის გამომუშავება-შენარჩუნების საფუძველზე სწორად დაგეგმარების შემთხვევაში 10-35% ეკონომიურია საკონდენსაციო კედლის ქვაბი, არასაკონდენსაციოსთან შედარებით.
ერთი და იმავე კილოვატის მქონე ქვაბი განსხვავდება დიზაინითა და ფუნქციონალური მონაცემებით. მაგალითად შეიძლება ქვაბი იყოს ადაპტირებული ჭკვიან სისტემებთან, იყოს არასაკონდენსაციო, საკონდენსაციო, ბითერმული და მონოთერმული. რა ვარიანტია მომხმარებლისთვის ოპტიმალური გადაწყდება მომხმარებლის საჭიროებისა და მოთხოვნის შესაბამისად.
ქვაბი რომელსაც აქვს ჩქაროსნული ბოილერი, ცხელ წყალს უფრო მალე გამოიმუშავებს ვიდრე ჩქაროსნული ბოილერის გარეშე ქვაბი.
ნებისმიერ იზოლირებულ ფართს, შერჩეული ტემპერატურის მიღებისა და შენარჩუნებისთვის სჭირდება 24-48 საათი. სითბოს შენარჩუნებისთვის სასურველია არ გათიშოთ გამათბობელი, გათიშული გამათბობელი დაკარგავს მიღებულ სითბოს და ჩართვის შემდგომ იმუშავებს დიდი დატვირთვით, ეს ცხადია გაზრდის კომუნალურ ხარჯს.
სისტემის დაცლა და შევსება ხშირი ინტენსივობით არარეკომენდებულია. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზამთარში გარკვეული დროით გიწევთ გასათბობი ფართის დატოვება და არის რისკი სისტემის გაყინვის, სისტემის გაყინვის თავიდან ასაცილებლად საჭიროა მისი დაცლა.
ქვაბი რომელიც ღია სივრცეშია დამონტაჟებული, ქვაბთან არსებული მილგაყვანილობიანად უნდა შეიფუთოს. ქვაბის კარადა ისე უნდა იყოს იზოლირებული რომ კარადის შიგნით 3-4 გრადუსი დადებითი ტემპერატურა იქმნებოდეს.
თუ მაგისტრალში წყლის წნევა აღემატება დასაშვებ ნორმას, რაც ძირითადად არაუმეტეს 3 ბარია, წყლის გაცხელების დროს, როცა წყალი ფართოვდება, ქვაბიდან წვეთას იწყებს დამცავი სარქველი, რათა არ დაზიანდეს სისტემა და ქვაბის სხვა დეტალები. დამცავი სარქველიდან წყლის წვეთა ამ შემთხვევაში დასაშვებია. ასეთ დროს უმჯობესია გამოუშვათ ზედმეტი წყალი სისტემიდან, რათა შეწყდეს წყლის დაღვრა და წყლის წნევა დაიწიოს იქამდე, რომ შეიქმნას ნორმალური მუშაობის პირობა.
თანამედროვე რეგულაციებით აუცილებელი პირობაა რომ ცენტრალური გათბობის ქვაბიცა და წლის გამაცხელებელი იყოს შიდა წვის კამერით, ორ მილოვანი, რათა გატყორცნოს ნამწვი და აიღოს ჟანგბადი გარედან. მსგავსი სტანდარტის მოწყობილობა კვალიფიციური სპეციალისტის მიერ, სტანდარტების დაცვით დამონტაჟების შემთხვევაში არის აბსოლუტურად უსაფრთხო.
ცენტრალური გათბობის ქვაბს აქვს საკვამური მილი რომელიც შედგენა ორი მილისგან. ერთი მილიდან ხდება ნამწვის გასვლა, მეორედ შემოდის ჟანგბადი. თუკი ნამწვავი აირების გატყორცნა და ავტომატური ჟანგბადის აღება არ ხდება თანადროულად ქვაბი ავარიულ რეჟიმზე გადადის და ვეღარ აგრძელებს მუშაობას.
ოთახის თერმოსტატი არის ორი ტიპის ელექტრო და მექანიკური. ორივე მათგანი უკავშირდება ცენტრალური გათბობის სისტემის ქვაბს და იძლევა საშუალებას ქვაბთან ახლოს მისვლის გარეშე, დისტანციურად, მართოთ ქვაბის ტემპერატურა. ჭკვიანი სახლის შემთხვევაში თერმოსტატის მართვა შეგიძლიათ სმარტფონით ან ნებისმიერი wi-fi მოწყობილობით.
საცხოვრებელ ფართს, სტანდარტული სიმაღლის ჭერითა და თბოდანაკარგების საშუალო კოეფიციენტით 18-20 კვადრატულ მეტრში სჭირდება 600*1000 მმ ზომის პანელური რადიატორი ალუმინის სექციის შემთხვევაში 1 სექცია 600მმ-იანი სიმაღლის ათბობს 1.5 კვადრატამდე საცხოვრებელ ფართს, ე.ი. იგივე კვადრატულობაში (18-20 მ2) დაგჭირდებათ 13-14 ალუმინის სექცია.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით
- მირიან მეფის 18
- აგლაძის 7ა მაღაზია 49
- კოსმონავტების სანაპირო 21 მაღაზია 16
- ხოშარაულის მიმდებარედ მაღაზია 18
- ბათუმი: ბაგრატიონის 8