AKFA სავაჭრო ნიშნის ისტორია 2002 წელს დაიწყო პირველი ქარხნის გახსნით. დღეისათვის AKFA კომპანიების ჯგუფი ერთ-ერთი უდიდესი ჰოლდინგია ცენტრალურ აზიაში. კომპანია სპეციალიზებულია სხვადასხვა სახის წარმოების პროცესებში, წარმოება სრულად დაფუძნებულია თანამედროვე ტექნოლოგიებზე. კომპანიას საკუთარი პროდუქცია წარმოდგენილი აქვს უზბეკეთის ბაზარსა და მის ფარგლებს გარეთ. AKFA ბაზარზე წარმოდგენილია ალუმინის და პლასტმასის პროფილებით, ფიტინგებით, აქსესუარებითა და სხვადასხვა კომპონენტებით, ალუმინის კომპოზიტური პანელებით ამასთანავე, გათბობის რადიატორებით.
2002 წლიდან კომპანია ჩართულია წარმოების პროცესში, 2014 წელს კი ალუმინის პროფილებისა და ფასონური ნაწილების შემდგომ, კომპანიამ დაიწყო ალუმინის და ბიმეტალური გათბობის რადიატორების წარმოებაც. თანამედროვე საწარმო კომპლექსის აშენებაც განსაკუთრებით ამ მიზანს ემსახურებოდა, რომელსაც ანალოგი არ აქვს ცენტრალურ აზიაში. კომპლექსში არის სრულად რობოტული წარმოება. იწარმოება ახალი თაობის რადიატორები, რომლებიც გამოირჩევა შესანიშნავი ტექნიკური მახასიათებლებით და ხანგრძლივი მომსახურების ვადით.
წარმოების მოცულობის წარმოუდგენელი მასშტაბები ახერხებს შიდა ბაზრის სრულად დაკმაყოფილებას და პროდუქციის ექსპორტს მეზობელი ქვეყნებში. დარგის საექსპორტო პოტენციალი მთლიანი წარმოების მოცულობის 40%-ს შეადგენს.
AKFA-ს რადიატორები ექვემდებარება ხარისხის კონტროლს წარმოების ყველა ეტაპზე. ნედლეულის შეძენა ხდება მხოლოდ წამყვანი მწარმოებლებისგან, რომლებსაც აქვთ პროდუქციის ხარისხის შესაბამისი სერტიფიკატი; თითოეული ალუმინის სერია, რომელსაც ნედლეულად გამოიყენებს კომპანია წარმოებაში ჩასაშვებად მტკიცდება მხოლოდ ქიმიური ანალიზის შემდგომ, სწორედ ეს ჯაჭვია AKFA-ს ხარისხისა და დროში მედეგობის მაღალი სტანდარტის საწინდარი.
AKFA-სა და SIBEL-ს შორის მეგობრობის დასაწყისიც სწორედ ბრენდის მაღალი სტანდარტისა და წარმოების ხარისხი გახდა, SIBEL-ში წარმოდგენილია AKFA-ს წარმოების მასალის მრავალფეროვანი არჩევანი.