თერმოსტატული სარქველი (7T00) წინასწარ რეგულირებადი ფუნქციით, არის მოწყობილობა რომელიც არეგულირებს ცივი და ცხელი წყლის ნაკადის მიწოდებასა და შეწყვეტას ცალკეულ რადიატორში.
თერმოსტატული ხრახნიანი სარქველი შეიძლება გაერთიანდეს თერმოსტატულ თავაკთან, რაც თავის მხრივ საშუალებას იძლევა წინასწარ ნაკადების ბალანსის მიერ რეგულირებული ტემპერატურის სურვილისამებრ ცვლილებას, თერმოსტატიკული მგრძნობელობის დახმარებით. ეს ნიშნავს რომ შეიძლება დამატებით თითოეული ოთახის სპეციფიკური ტემპერატურა დამოუკიდებლად, ინდივიდუალურად შეიცვალოს, რაც უზრუნველყოფს მეტ კომფორტს და ენერგიის დაზოგვას.
წინასწარ რეგულირებადი სარქველები აღჭურვილია შიდა მოწყობილობით, რომელიც საშუალებას იძლევა წინასწარ, მონტაჟის დროს, შესაბამისი მოთხოვნისა და ტექნიკური მითითების შედეგად დარეგულირდეს სასურველი ტემპერატურა ცივი და ცხელი წყლების დაბალანსებით. ტემპერატურა კონტროლდება წყლის ნაკადის სიჩქარით. მაქსიმალური ნაკადის სიჩქარე რეგულირდება საკონტროლო ღეროს შერჩეულ პოზიციაზე გადაბრუნებით.
სარქველები დამონტაჟებულია თერმოსტატული კონტროლის თავებთან კომბინაციისთვის. ეს მოწყობილობა დამატებით უზრუნველყოფს ენერგიის მნიშვნელოვან დაზოგვას.